ისრაელის არმიამ იემენი დაბომბა. ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის დედაქალაქ სანააში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც "ჰუსიტების" რეჟიმი იყენებდა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დარტყმა ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ნავებმა განახორციელეს.
"დარტყმები განხორციელდა "ჰუსიტების" ტერორისტული რეჟიმის მიერ ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული განმეორებითი თავდასხმების საპასუხოდ, მათ შორის ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით "მიწა-მიწა" ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების გამო", – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის მედიის თანახმად, 21 ივლისს იემენზე ისრაელის ბოლო დარტყმის შემდეგ "ჰუსიტებმა" ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, შვიდი ბალისტიკური რაკეტა და შვიდი უპილოტო აპარატი გაუშვეს.