ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ალასკაზე, პუტინთან გამართული მოლაპარაკლების დეტალებს გააცნობს, ხვალ ევროკომისიის პრეზიდენტიც შეუერთდება. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
"პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, ხვალ თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას შევუერთდები", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.