ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპთან შეხვედრისთვის ემზადება - შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერი ომის დასრულების მცდელობებს ართულებს.
"ვხედავთ, რომ რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოწოდებებს და ჯერ არ განუსაზღვრია, როდის შეწყვეტს მკვლელობას. ეს ართულებს სიტუაციას", - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, მკვლელობების შეჩერება ომის შეჩერების მთავარი ელემენტია.
"ვემზადებით ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის და მადლობელი ვარ მიწვევისთვის. მნიშვნელოვანია, ყველა თანხმდებოდეს, რომ საჭიროა საუბარი ლიდერების დონეზე, რათა დაზუსტდეს ყველა დეტალი და დადგინდეს, რომელი ნაბიჯებია აუცილებელი და ეფექტური", - წერს ზელენსკი.