ომი გრძელდება უკრაინაში - ღამით, რუსეთის ძალებმა უკრაინის სახმელეთო ძალების ერთ-ერთ სასწავლო ქვედანაყოფზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაიღუპა 1 სამხედრო, დაშავებულია 23.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა კასეტური ბომბი გამოიყენეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ლოკაცია არ კონკრეტდება.
საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინა. დრონებით დარტყმის შედეგად, ორენბურგში, რუსეთში მოქმედი ერთადერთი ქარხანა იწვის, რომელიც რაკეტებისა და კოსმოსური ინდუსტრიისთვის აუცილებელ კომპონენტს - ჰელიუმს აწარმოებს.
ქარხანაში ღამის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინული დრონების საშიშროების გამო, პენზის, სარატოვის, ულიანოვსკის და სამარას აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს