15 აგვისტო 2026,   15:04
ვრცლად
ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლები დაინიშნა - პირველი შემადგენლობა დღეს "თბილისი მშრალ პორტში" შევიდა

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი ფუნქციონირებას გაზრდილი შესაძლებლობებით აგრძელებს. სიახლე ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებაზე საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის დანიშვნას ეხება, რომლებიც კვირაში ოთხჯერ იმოძრავებენ. ტვირთმფლობელებს სწრაფი გადაზიდვების გარდა, შესაძლებლობა მიეცემათ წინასწარ იცოდნენ როგორც კონტეინერის გაგზავნის, ასევე დანიშნულების ადგილზე მისვლის დრო.

ახალი სერვისით, საქართველოს რკინიგზას შესაძლებლობა ეძლევა დამატებითი ფინანსურ შემოსავალი მიიღოს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილება მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო გზებს, რადგან კონტეინერების ტრანსპორტირება მანქანების ნაცვლად რკინიგზით მოხდება, რითაც ნაკლები ზიანი მიადგება ინფრასტრუქტურას და გარემოს.

პირველი ბლოკ-მატარებელი "თბილისი მშრალ პორტში" უკვე შევიდა. პროექტის მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე საუბრობენ პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებიც.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ან მისკენ გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173-ით გაიზარდა.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე 

დღის ამბები