20 აგვისტო 2026,   14:32
ვრცლად
გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში.

მაგრამ, ისევე, როგორც არაერთხელ, არცერთი ეს საელჩო ბოდიშს არ მოიხდის. როგორც არ მოიხადეს ბოდიში სააკაშვილის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში მელიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში გვარამიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში რუსთავი 2-ის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში პარლამენტის შტურმის საქმეზე. საერთოდ არც ერთ საქმეზე, რომელშიც ეს საელჩოები სტრასბურგის სასამართლოში მტყუანი აღმოჩნდნენ, ბოდიში არ მოიხადეს.

სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა. სამწუხაროა, რომ ასე გააუფასურეს საკუთარი სიტყვა", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე. 

24 დიპლომატიური წარმომადგენლობა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დიპლომატიური კორპუსი მიღებულ გადაწყვეტილებას გმობს. 

დღის ამბები