ტრამპის მხრიდან გადასახადებით და ტარიფებით მუქარის მიუხედავად, ინდოეთი რუსული ნავთობის შეძენას აგრძელებს, - ინფორმაციას The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემასთან საუბრისას, საქმესთან დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა, რომ ინდოეთის პოლიტიკა არ შეცვლილა და მთავრობას "ნავთობის იმპორტის შემცირების თაობაზე ნავთობკომპანიებისთვის არანაირი მითითება არ გაუცია".
Reuters-ი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ინდოეთის ოთხმა სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა.