თელ-ავივში მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა - მონაწილეებმა ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის" მიერ ღაზაში გატაცებული მძევლების გათავისუფლება და ომის დასრულება მოითხოვეს.
აქციამდე "ჰამასმა" გაავრცელა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ისრაელელი მძევალი ჩანს, რომელიც მიწისქვეშა გვირაბშია დატყვევებული და უკიდურესად გამხდარია.
განცხადება გაავრცელეს მძევლების ოჯახების წევრებმა - მათ ისრაელს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს "ჰამასის" სისასტიკეს წინააღმდეგობა გაუწიონ.