გვიან ღამით, აფეთქებების ხმა ისმოდა დონეცკში. რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმას, 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 5 ბავშვია.
"ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა" - ასეთია უკრაინის პრეზიდენტის გამოხმაურება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და კომერციული ობიექტები. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი რუსული მხარისთვის ახალ სანქციებს ითხოვს და პარალელურად, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ევროპის კონტინენტზე ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის პროცესი ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოლაპარაკება მშვიდობის მიღწევის სურვილით არის განპირობებული.
"ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო" - დონალდ ტრამპი პოზიციას არ ცვლის და სოციალური ქსელში წერს, რომ ომში ჩართული მხარეები მშვიდობიან მოქალაქეებს კარგავენ და ამის შეჩერება ამერიკის 47-ე პრეზიდენტის მიზანია.
რუსეთ-უკრაინის ომის 1253-ე დღეს ისევ უცნობია, მხარეები დასხდებიან თუ არა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე