ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, თელ-ავივში, ისრაელელი ტყვეების ოჯახებს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე მიმდებარე ტერიტორია ტყვეების ოჯახების წევრებმა მავთულხლართებით შემოსაზღვრეს. მანამდე, სტივ უიტკოფი ღაზის სექტორში იმყოფებოდა. მან მოსახლეობისთვის საკვების განაწილების ცენტრები დაათვალიერა. მოგვიანებით კი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ღაზაში ნაყოფიერი შეხვედრები გამართა.