14 აგვისტო 2026,   05:43
ვრცლად
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა. ლაშა აბაშიძე ახალქალაქში ჩავიდა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ. გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს, ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის სრულად ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები