ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
"ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე, აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 31 ივლისს, მოხდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები დაცულ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.