10 აგვისტო 2026,   22:01
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გრძელდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გრძელდება. მეორე ინსტანციაში ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

პროცესზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა, შესავალი სიტყვა თქვეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის 9 ათასამდე ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც, იმ პერიოდში, 43 მილიონამდე დოლარს შეადგენდა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები