21 აგვისტო 2026,   21:29
ვრცლად
"ყველას დააბრალეს პრორუსობა, ვინც კი წავიდა გლობალური ომის პარტიის ანუ "დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ" - გურამ მაჭარაშვილი

"პრორუსობა" როგორც ასეთი, გაცვეთილი მეთოდია უკვე, გაცვდა "დიპ სტეიტის" მხრიდან", - ეს განცხადება "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მისი შეფასებით, ოპონენტები პრორუსულს უწოდებენ ყველა ნაბიჯს, რომელიც "დიფ სტეიტის" პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

"ყველას დააბრალეს პრორუსობა, ვინც კი წავიდა გლობალური ომის პარტიის ანუ "დიპ სტეიტის" წინააღმდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე, ტრამპიც 2016 წელს რუსეთის ხელისუფლებას მოუყვანია პრეზიდენტად. ასევე საფრანგეთში, გერმანიაში, ევროპის ქვეყნებში, ოპოზიციას თურმე წარმართავს რუსეთის ფედერაცია. ამ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. თურმე, მინიმუმ ნახევარ მსოფლიოს რუსეთის ფედერაცია მართავს. ამ დროს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ სამხედრო კონფლიქტში შევიდეთ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც თურმე ნახევარ მსოფლიოს მართავს. ასეთ აბსურდში არიან. ნებისმიერ გადადგმულ ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ნაბიჯს და ისეთ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება "დიპ სტეიტის" პოლიტიკას, უწოდებენ პრორუსულს. ეს არის გაცვეთილი მეთოდი, რომელიც აღარ მოქმედებს რუსეთის საწინააღმდეგოდ, პირიქით, მათი ეს არასწორი პოლიტიკა უკვე რუსეთის სასარგებლოდაც კი მოქმედებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები "რაშა გეითსის" გამოძიებას განაგრძობს. "ფოქს ნიუსმა" დაზვერვის ხელმძღვანელის ინტერვიუდან ახალი ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ტულსი გაბარდი ამბობს, რომ ვაშინგტონში არაფორმალური ძალების წარმომადგენლები რჩებიან. მან მიმდინარე გამოძიების კონტექსტში ისაუბრა "დიპ სტეიტსა" და ხელის შეშლის მცდელობებზე.

საქმე ეხება აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსულ ჩარევებზე ბრალდებების გამოძიებას. ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ბრალდება გამოგონილი იყო, მიზანს კი ტრამპის დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

დღის ამბები