სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება. ოფიციალური კიევი მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის და ტყვეების დაბრუნების საკითხს დააყენებს, მოსკოვი კი ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების ვადების დასახელებაზე ამ დრომდე უარს ამბობს.
კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური სამუშაოა საჭირო. მოლაპარაკება ისევ ჩირაგანის სასახლეში გაიმართება.