ქვემო სვანეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ლუჯი ერთ-ერთია, რომელიც 21 ივლისის ღამეს მოსულმა სტიქიამ დააზარალა. უხვმა ნალექმა სოფელში მისასვლელი გზა, საფეხბურთო მოედანი და მშენებარე სარიტუალო სახლი გაანადგურა. სხვა გზებთან ერთად უკვე აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზეც.
ზარალის შემსწავლელი კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები.