20 აგვისტო 2026,   14:27
ვრცლად
"როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა" - შალვა პაპუაშვილი

"როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს პაველ ჰერჩინსკის გასული წლის განცხადებას, სადაც ელჩი ამბობს რომ ევროკავშირის სახელით იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით დემარში გადასცა. დემარშიდან სამ თვეში კი სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

"როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ, ამ აფერას, ბოლო არ მოუღო.

თუმცა, სტრასბურგის სასამართლომდე იყო ბრიუსელის თითქმის ორწლიანი თავდასხმა ქართულ სასამართლოზე, პროკურატურაზე, იუსტიციის სამინისტროზე, პარლამენტზე და მთლიანად ქართულ სახელმწიფოზე. იყო ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ენჯეოების ყალბი სამედიცინო დასკვნები და "ხელისუფლება სააკაშვილს რუსეთის დავალებით კლავს" კამპანიები. ზუსტად ისეთივე ყალბი და ისეთივე ბრიუსელიდან დაფინანსებული, როგორც დღეს.

მაგრამ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მსოფლიოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც დემენციისგან განიკურნა, ვინმეს ბრიუსელის ან მისი ელჩის ბოდიში მოგისმენიათ? რაიმე, სინანულის მსგავსი, რომ ცილს გვწამებდნენ? არა. შედეგად, ბრიუსელის მაშინდელი სიყალბის გატარებამ დღევანდელი სიყალბე წარმოშვა," - წერს პაპუაშვილი.

დღის ამბები