09 აგვისტო 2026,   13:18
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ საყდართან ხიდზე გადასასვლელი დაზიანდა - გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სახიდე გადასასვლელი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დღის ამბები