09 აგვისტო 2026,   13:41
ვრცლად
სოფელ მეღვრეკისში, საოკუპაციო ხაზთან ორ კილომეტრში, სპორტული ბაზის "კახის კლუბის" გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრი დაესწრო

გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში, საოკუპაციო ხაზთან ორ კილომეტრში, სპორტული ბაზის, "კახის კლუბის" გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობა - უძველესი ხალხური თამაში "საჯილდაო ქვა", შეჯიბრება ძალოსნობაში - "რეკორდების დღე", ადგილობრივი და მოწვეული ხელოვანების კონცერტი გაიმართა.

"კახის კლუბი" ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა კახი კახიაშვილმა დააფუძნა. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამი წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ბაზის მშენებლობას და ამ დროისთვის მზადაა ორი დარბაზი, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. ღ

ონისძიებას დაესწრო სპორტის მინისტრი.

დღის ამბები