17 აგვისტო 2026,   05:06
ვრცლად
სახელმწიფოს მხარდაჭერა დამწყებ ბიზნესს - საქართველოში ოთხი ახალი საერთაშორისო აქსელერატორი შემოვა

სახელმწიფოს მხარდაჭერა დამწყებ ბიზნესს - სანდრო ბოლქვაძე კომპანია widgera-ს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ მისი ბიზნესისთვის ახალი ეტაპი იწყება. სიახლე ოთხი ახალი საერთაშორისო აქსელერატორის შემოსვლას გულისხმობს, რომელიც მომავალში ქართულ ბიზნესს გლობალურ ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.

აქსელერატორების შესარჩევად კონკურსი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გამოაცხადა. ჯამში 17 განაცხადია შემოსული, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და შვეიცარიიდან. საბოლოოდ 4 მათგანი შეირჩევა. პარალელურად გაიზრდება სტარტაპერების დაფინანსებაც.

შერჩეული აქსელერატორები იმ კომპანიებთან ითანამშრომლებენ, რომლებიც "ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში" ჩაერთვებიან. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ საბოლოო მიზანი ბიზნესის განვითარებასთან ერთად დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და განვითარებაა.

აქსელერატორებთან გასაუბრება მომდევნო კვირის ორშაბათს დაიწყება. შერჩეული კომპანიები ოთხი წლის მანძილზე ასობით სტარტაპ კომპანიასთან იმუშავებენ.

დღის ამბები