10 აგვისტო 2026,   23:09
ვრცლად
ხელთუბანში, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ხელთუბანში, პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. აღკვეთის ღონისძიებაზე გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. ადვოკატი გირაოს ითხოვდა. დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა. 5 პირია ბრალდებული.

გამოძიების ინფორმაციით, მათ ოთხ სამართალდამცველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს, თავს დაესხნენ და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს.

არსებობდა ხუთივე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, აღნიშნულის და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, გამოკითხულები არიან შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები და ცხადია, არსებობდა აღკვეთის აღნიშნული ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი.
ორ ბრალდებულს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს, ბრალი ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, ხოლო სამ ბრალდებულს - პოლიციის წინააღმდეგობაში,"- აღნიშნა პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა.

დღის ამბები