21 ივნისი 2026,   13:10
ვრცლად
2 500 ჰა-ზე მეტი განადგურებული ტერიტორია და ევაკუირებული მოსახლეობა - ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ტოლედოში განადგურებულია 2 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

საცხოვრებელი უკვე დატოვა ათეულობით ადამიანმა. სამუშაოებში სამხედროები მონაწილეობენ. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

დღის ამბები