ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ დაანონსებულ 30%-იან ტარიფებს ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
ანტონიო კოშტას თქმით, ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას.
"ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები, პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის ძალისხმევების სრულ მხარდაჭერაში მიაღწიონ სამართლიან შეთანხმებას აშშ-თან", - წერს კოშტა.