რუსთავის მერიაში, ახალგაზრდული პროექტის - "მართე შენი ქალაქის" მორიგი ეტაპი დაიხურა. პროექტი, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში რუსთაველი ახალგაზრდების ჩართვის მიზნით, უკვე მეოთხე წელია ხორციელდება.
მის ფარგლებში, რუსთავის მერიის რეფორმების, ახალგაზრდულ, კულტურის თუ გამწვანების სამსახურებში უკვე დასაქმდა პროექტის მონაწილე ორმოცამდე რუსთაველი ახალგაზრდა.