ონის მუნიციპალიტეტში საგზაო სამუშაოები გრძელდება.
მიმდინარეობს სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები, სადაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.