10 აგვისტო 2026,   12:49
ვრცლად
ანზორ კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს გამოცხადდება

ანზორ კვარაცხელიას საქმეზე, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, განაჩენი 18 ივლისს გამოცხადდება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც, მოსამართლემ პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო.

ანზორ კვარაცხელია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულება, რომ კადრებში არსებული ნიღბიანი პირი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის მსგავს ნივთიერებას ისვრის, ანზორ კვარაცხელიაა.

მისივე თქმით, საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერი პიროვნების საიდენტიფიკაციოდ არ არის ვარგისი.

"მხარეებმა დავასრულეთ დასკვნითი სიტყვის ეტაპი, ასევე რეპლიკებით წარვდექით მოსამართლის წინაშე. მოსამართლემ უნდა გაიზიაროს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ამ ფარგლებში, ბუნებრივია, ვერ იარსებებს ვერანაირი პირდაპირი მტკიცებულება , რომ ნიღბიანი ადამიანი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის მსგავს საგანს ისვრის, არის ანზორ კვარაცხელია. ეს ვერანაირად ვერ იქნება ანზორ კვარაცხელია, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერი არ არის ვარგისი პიროვნების საიდენტიფიკაციოდ", - განაცხადა ანზორ კვარაცხელიას ადვოკატმა.

დღის ამბები