თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის სხდომა იმართება. პროცესს დარბაზში აკვირდებიან ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები. დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.
სასამართლოს ჩვენებას სამი მოწმე აძლევს, მათ შორის, არის "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ნანა მალაშხია.
საბა სხვიტარიძეს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან, რაც შვიდიდან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.