08 ივლისი 2025,   09:55
ვრცლად
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება, სავარაუდოდ, იარაღის უკანონო ტარებას უკავშირდება - ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

დაკავებულია "სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა." როგორც ცნობილია, დაკავების სავარაუდო მიზეზი იარაღის უკანონო ფლობა და ტარებაა.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ბიზნესმენი ამ დროისთვის, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ბრალი მას ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს.

სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

დღის ამბები