09 აგვისტო 2026,   18:13
ვრცლად
გივი თარგამაძისა და ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი - როგორ აფასებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ სპექტრში

გივი თარგამაძეს ხელბორკილები ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ სამმართველოსთან დაადეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა. განაჩენი სახლში მოისმინა და პოლიციაშიც თავად მივიდა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, საგამოძიებო კომისიაზე აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით იბარებდნენ. თარგამაძე კომისიაზე არ მივიდა და ბრალად დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ედება.

სასამართლომ დღეს კიდევ ერთი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერის საქმეზე იმსჯელა. ნიკა მელია, იმ პოლიტიკოსთა რიგებშია, ვინც პარლამენტში გამოკითხვაზე არ მივიდა. მოსამართლის ვერდიქტით პარტია "ახალის" ლიდერს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აეკრძალა 2 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებენ საკანონმდებლო ორგანოში. დროებითი საგამოძიებო კომისიისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება არა პოლიტიკური, არამედ კანონიერია, რადგან სასჯელი საქართველოს კონსტიტუციითაა გამყარებული.

საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სისხლის სამართლის საქმის წარმოება სულ 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ დაიწყო. მათგან მე-8 და ბოლო, ვისზეც დღეს სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა გივი თარგამაძეა.

დღის ამბები