01 სექტემბერი 2026,   17:02
ვრცლად
ლანა გალდავა - "ე.წ საპარლამენტო კომისია ქმედუუნაროა, მიგვაჩნია, რომ იქ ასახსნელი არაფერია და მზად ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისათვის"

როგორია პარლამენტის საგამოძიებო კომისიებში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული სანქციები ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაზე დაყრდნობით? -  პარლამენტის საგამოძიებო კომისიებში გამოუცხადებლობისთვის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სანქციები განსხვავდება, თუმცა, უმეტეს ქვეყანაში, დაუმორჩილებლობა სერიოზულ სამართალდარღვევად მიიჩნევა და სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც ისჯება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების უმეტესობას, კანონიერი უფლება აქვთ გამოიძახონ მოწმე და მოითხოვონ დოკუმენტები. ზოგ ქვეყანაში საჯარო მოხელეებს აღნიშნული კანონმდებლობის დაცვა მკაცრად ევალებათ.

აღნიშნულ საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება, სადაც კვლავ ორმაგ სტანდარტზე ასუბრობენ. 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საპარლამენტო კომისია ქმედუუნაროა. მაგალითად, ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა აღნიშნავს, რომ "ლელოს" ლიდერები მზად არიან კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნებისმიერი გადაწყვეტილებისათვის: 

"ე.წ-ლი საპარლამენტო კომისია ქმედუუნაროა და მიგვაჩნია, რომ იქ ასახსნელი არაფერი არაა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისათვის და ამავდროულად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად პოლიტიკური იქნება, ამას არანაირი კავშირი არ ექნება სამართლიანობასთან და ეს იქნება 2019 წლიდან დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება,"- აცხადებს  ლანა გალდავა.

დღის ამბები