18 აგვისტო 2026,   11:52
ვრცლად
ქართველი მზარეულები საფრანგეთის კულინარიულ სკოლაში სტაჟირებას გაივლიან

ქართველი მზარეულები საფრანგეთის კულინარიულ სკოლაში სტაჟირებას გაივლიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კონკურსის შედეგად, ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 შეარჩია.

გამარჯვებულები საფრანგეთში 2 კვირის განმავლობაში გაივლიან კერძების მომზადების პრაქტიკას, გაეცნობიან ახალ ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს.

 

დღის ამბები