დღეს, საპროკურორო საბჭომ, გენერალური პროკურორის პოსტზე, გიორგი გვარაკიძეს კანდიდატურას კენჭი უნდა უყაროს. კენჭისყრამდე მასთან გასაუბრება იგეგმება.
თუ გვარაკიძე ხმების საკმარის რაოდენობას დააგროვებს, მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად უკვე პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში, გვარაკიძე მთავარი პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც, თავის მხრივ, გენერალურ აუდიტორად დაინიშნა.