"ჩვენ ვდგავართ ორი უდიდესი საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება" - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, იმოქმედეს სანამ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა ექნებოდა და ვიდრე 10 000 ბალისტიკური რაკეტის წარმოებას დაიწყებდა.
"ჩვენ ვდგავართ ორი უდიდესი საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება - ირანის ბირთვული პოტენციალი და ბალისტიკური რაკეტები. ბოლო მომენტში ვიმოქმედეთ, სანამ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა ექნებოდა და ვიდრე 10 000 ბალისტიკური რაკეტის წარმოებას დაიწყებდა. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხეები, ჩვენ ვმოქმედებთ მათ შესაჩერებლად.
შეტევის გარდა, ვალდებულები ვართ თავდაცვისთვის ზომები მივიღოთ, ეს თავდაცვა არა მხოლოდ რაკეტების ჩამოგდებაზე და ჩვენს მიერ შეიარაღებულ ინდუსტრიებში აშენებულ შესანიშნავ სარაკეტო სისტემებზეა დაფუძნებული, ეს თქვენს ქცევაზეც არის დამოკიდებული, იმაზე, თუ რამდენად იცავთ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებთო მეტ დანაკარგს მივიღებთ. თუ დაცულ სივრცეებში დარჩებით, სიცოცხლეს გადაარჩენთ", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.