21 ივნისი 2026,   04:18
ვრცლად
ირანის თავდასხმის შედეგად, ისრაელში დაშავებულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა - პარალელურად გრძელდება ისრაელის იერიშიც

ირანის თავდასხმის შედეგად, ისრაელში დაშავებულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა. ირანის მასშტაბური იერიშის შემდეგ, მოქმედებას ისრაელიც აგრძელებს.

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა თეირანში ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას დაარტყეს, ცოტა ხნის წინ კი, ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ირანში მდებარე ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ.

ვრცელდება ინფორმაცია ისრაელის იერიშების შედეგად ორი ირანელი გენერლის დაღუპვის შესახებაც.

დღის ამბები