08 ივლისი 2025,   08:08
ვრცლად
"სამოქალაქო სექტორი და მედია დაფინანსდნენ იმისთვის, რომ საქართველოში რაღაც პატარა დემოკრატიული ყლორტი ფეთქავდეს და გაღვივდეს" - პეტრე ცისკარიშვილი ბრიტანეთის საელჩოს გრანტებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიმართვა ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პეტრე ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისკენ იყო მიმართული.

"ბრიტანეთმა თავისი ფული, თავისი საბიუჯეტო რესურსები სად და როგორ დახარჯოს მსოფლიო მასშტაბით, იცის გადასარევად კარგად. ამ მოცემულობას ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ საქართველოში არ იყოს დემოკრატია. სამოქალაქო სექტორი და მედია დაფინანსდნენ იმისათვის, რომ საქართველოში რაღაც პატარა დემოკრატიული ყლორტი ფეთქავდეს და გაღვივდეს," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 
დღის ამბები