"SMART ლაგოდეხი 2025" - კახეთში, ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში, ჰაკათონი გაიმართა.
ღონისძიებაში ციფრული ტექნოლოგიით დაინტერესებულმა ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა - თითოეულმა მათგანმა ჟიურის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ციფრული განვითარების შესახებ, საპროექტო წინადადებები წარუდგინა.
გამარჯვებულ პროექტს ადგილობრივი მერია დააფინანსებს.