09 აგვისტო 2026,   18:12
ვრცლად
არჩილ გორდულაძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე: თუ ადამიანები გაივლებენ გულში, რომ ისხდებიან საპატიმრო დაწესებულებაში, შემდეგ გამოვლენ და სხვისი ქონების საფუძველზე თავიანთ კეთილდღეობას ააწყობენ, ეს აღარ გამოუვათ

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიციირებულია. ის ბიუროს ორშაბათს წარედგინება.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ციხე ზარალის ანაზღაურების თავის არიდების გამოსავალი აღარ იქნება და მსჯავრდადებულს მისი გადახდა მაინც მოუწევს. საუბარია თაღლითობის, ძარცვის, ქურდობის და ყაჩაღობის შედეგად მიყენებულ ქონებრივ ზიანზე.

ზარალის ასანაზღაურებელის მიღება გათვალისწინებულია ბრალდებულის ახლობლებისგანაც, თანხის გადახდამდე კი დადანაშაულებული პირი ქვეყანას ვერ დატოვებს.

"ეს პრევენციული მექანიზმია იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს მიაყენებენ ზიანს, შემდეგ დაფიქრდნენ და უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ახლა ადამიანები თუ მოიფიქრებენ და გაივლებენ გულში, რომ თუ თავისუფლების აღკვეთა ექნებათ მისჯილი, ისხდებიან საპატიმრო დაწესებულებაში, შემდეგ გამოვლენ და სხვისი ქონების საფუძველზე თავიანთ კეთილდღეობას ააწყობენ, ეს ყველაფერი აღარ გამოუვათ, მათი ფიქრები ჩანასახშივე იქნება აღკვეთილი," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები