ყვარელში ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ამ დროისთვის, 14-ვე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.