21 ივნისი 2026,   16:32
ვრცლად
აშშ-ში, 32 წლის კაცს ეძებენ, რომელსაც 3 მცირეწლივანი ქალიშვილის მკვლელობა ედება ბრალად

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, უენაჩის მთებში, უღელტეხილთან ახლოს, პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელიც შესაძლოა, 3 მცირეწლოვანი ქალიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ტრევის კალებ დეკერი იყოს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

32 წლის დეკერს ბრალი ედება მკვლელობასა და გატაცებაში მას შემდეგ, რაც მისი სამი ქალიშვილი გასულ კვირას გარდაცვლილი იპოვეს.

გამომძიებლები მას 30 მაისიდან ეძებენ, როდესაც მან გოგონები დედის სახლში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ არ დააბრუნა.

სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, ჩელანის ოლქის შერიფის ოფისმა თქვა, რომ სამართალდამცავებმა მიაკვლიეს მამაკაცის კვალს, რომელიც, მათი აზრით, დეკერია.

დღის ამბები