ილონ მასკი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის შესახებ დაწერილ ზოგიერთ პოსტს ნანობს, რადგან "ზედმეტი" მოუვიდა, - ეს პოზიცია "სფეის იქსის" მფლობელმა "იქსზე" დაწერა.
მასკსა და ტრამპს შორის უთანხმოება რესპუბლიკელების საბიუჯეტო კანონის გამო დაიწყო - ტრამპი კანონს მხარს უჭერს, მასკი კი აცხადებს, რომ ცვლილებები ეკონომიკას გაანადგურებს.