აფხაზეთის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. უმაღლესმა საბჭომ ნდობა გიორგი ჯინჭარაძეს გამოუცხადა. დეპუტატებმა განიხილეს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმაც.
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე აკადემიურ სფეროში.
ჯინჭარაძემ პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა. მგალობლიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 2 ივნისს გააკეთა.