21 ივნისი 2026,   14:15
ვრცლად
ლოს-ანჯელესის ცენტრში "კომენდანტის საათი" გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია. პროტესტის ეპიცენტრი ერთდროულად რამდენიმე ქალაქი - ლოს-ანჯელესი, ნიუ იორკი, ოსტინი, დალასი და სან ფრანცისკოა. პოლიცია იყენებს ცრემლსადენ აირს, რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს. არიან დაშავებულები.

ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში "კომენდანტის საათი" ამოქმედდა. საგანგებო მდგომარეობა ქალაქის იმ ზონაში, სადაც ასი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, საღამოს 8-დან დილის 6 იმოქმედებს.

ლოს-ანჯელესში, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, 400-მდე ადამიანია დაკავებული. ვრცელდება ინფორმაცია, სხვადასხვა შტატში დამატებით ათობით დაკავებულის შესახებაც.

პარალელურად, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა კალიფორნიის მოთხოვნა რომელიც დროებით აუკრძალავდა ტრამპის ადმინისტრაციას ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების შტატში გუბერნატორის მოთხოვნის გარეშე განთავსებას.

ამერიკის შეერთებული შტატებში აქციები ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარეობს. გამოსვლები კალიფორნიიდან დაიწყო და ამჟამად უკვე დამატებით 13 შტატს მოიცავს.

დღის ამბები