21 ივნისი 2026,   16:32
ვრცლად
გერმანული გამოცემა WELT-ის ინფორმაციით, ევროკომისია კლიმატურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საეჭვო ლობირებისთვის, გერმანელი გადასახადების გადამხდელის ფულით უხდიდა

გერმანული გამოცემა WELT-ის ინფორმაციით, ევროკომისია კლიმატურ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საეჭვო ლობირებისათვის, გერმანელი გადასახადების გადამხდელის ფულით უხდიდა და სურდა, რომ ეს საიდუმლოდ დარჩენილიყო.

"სარჩელები ქვა-ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებისა და კამპანიები თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ: გამოცემის ინფორმაციით, საიდუმლო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ გადაუხადა გარემოსდაცვით ორგანიზაციებს საეჭვო ლობირების მცდელობებისთვის - მათ შორის გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულით. არასამთავრობო ორგანიზაციების სამიზნე გერმანული კომპანიებიც გახდნენ".

ამავე წყაროს ცნობით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის მიერ მიღებულ გრანტებს იყენებდა რადიკალური პროექტებისთვის, რომლებიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ღირებულებებს.

გამოცემა გავრცელებულ ინფორმაციას, ევროდეპუტატ მონიკა ჰოლმეიერის განცხადებას ურთავს სადაც ვკითხულობთ - " ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ფონდები არ უნდა იქნეს გამოყენებული სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების შესუსტებისთვის ან დასაზიანებლად. ჩვენ დავინახეთ ადგილობრივი პროტესტების მხარდაჭერა, რომელთაგან ზოგიერთმა ძალადობრივ ხასიათიც კი მიიღო," - თქვა ევროდეპუტატმა.

დღის ამბები