21 ივნისი 2026,   13:11
ვრცლად
თელ-ავივში ყოველკვირეულ დემონსტრაციას ათასობით ადამიანი შეუერთდა - აქციის მონაწილეები "ჰამასის" ტყვეების გათავისუფლებასა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ

თელ-ავივში ყოველკვირეულ დემონსტრაციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. აქციის მონაწილეები ჰამასის ტყვეების გათავისუფლებასა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ. დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.

ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ხელში მძევლების ფოტოები და ანტისამთავრობო წარწერიანი ბანერები ეჭირათ.

საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, 2023 წლის ოქტომბერში გატაცებული მძევლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა - მედიის თანახმად, ღაზის სექტორში ცოცხლად აყვანილი ტაილანდელი მძევლის ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის ღაზაში 55 ტყვე რჩება, რომელთაგან 20 სავარაუდოდ ცოცხალია.

დღის ამბები