09 აგვისტო 2026,   17:19
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი და მარიხუანა - პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც ბათუმში ქირით ცხოვრობდა

ანგისის ქუჩაზე მდებარე სახლიდან, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო. ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქეა დაკავებული. ის 34 წლის სინან ბარჯია და ბათუმში ქირით ცხოვრობდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ნაქირავები ბინიდან პოლიციამ 46 შეკვრად დაფასოებული კოკაინი ამიღო. სინან ბარჯმამ ნარკოტიკის რეალიზაცია ვერ მოასწრო, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ფაქტი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღკვეთეს. ირკვევა, რომ 34 წლის მამაკაცს კლიენტები უკვე შერჩეული ჰყავდა და ნარკოტიკის გაყიდვას ე.წ დადების მეთოდით გეგმავდა.

სინან ბარჯი ახლა ორ თვიან პატიმრობაშია, მისი პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. საქმის დეტალებზე ჯერ არც ადვოკატი საუბრობს.

თურქეთის მოქალაქის მიმართ წარდგენილი ბრალი 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეში უკვე დევს კონკრეტული მტკიცებულებები, კოკაინის გარდა ჩხრეკისას პოლიცია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანაც ამოიღო.

თურქეთის მოქალაქის საქმე ერთ-ერთია იმ ნარკოდანაშაულის ფაქტებს შორის, რომელიც ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა გამოავლინეს. სპეცოპერაციები, პერიოდულად ერთდროულად ტარდება სხვადასხვა ქალაქში.

ნარკოდანაშაულის 2400 საქმე და 1712 დაკავებული - ასეთია მიმდინარე წლის სტატისტიკა. დეტალები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც განმარტა.

1712 დაკავებულიდან, 135-ს გამოძიება რეალიზაციას ედავება. ნარკოდანაშაულის ფაქტზე, ბრალდება მძიმეა და სასჯელი 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები