ტაილანდში, მშიერი სპილო მარკეტში საკვების გამო შევარდა. abcnews-ის ინფორმაციით, სპილო, Khao Yai-ის ნაციონალური პარკის ბინადარია.
მედიის ცნობით, ნაციონალური პარკის თანამშრომლებმა სპილო მარკეტიდან მალევე გაიყვანეს. მას შენობისთვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია, გარდა იატაკის და ჭერის ტალახით დასვრისა.
ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები მედიაში გავრცელდა.