21 ივნისი 2026,   08:22
ვრცლად
ომი გრძელდება უკრაინაში - ჩერნიგოვის ოლქზე ოკუპანტის თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ომი გრძელდება უკრაინაში - ჩერნიგოვის ოლქზე ოკუპანტის თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის. არიან დაჭრილები. რუსეთმა ოლქში მდებარე ქალაქი პრილუკი დრონებით დაბომბა. განადგურებულია კერძო საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები.

სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ხარკოვზე, დაიჭრა 17 მოქალაქე, დაზიანებულია კორპუსები.

ფრონტის ხაზზე ცეცხლი არ წყდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, 9 საბრძოლო მიმართულებით, 115 შეტაკება მოხდა.

დღის ამბები