ვითარება კვლავ დაძაბულია ახლო აღმოსავლეთში - ღაზაში ისრაელის ოპერაციას ბოლო 24 საათში 20 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. ""როიტერის"" ინფორმაციით, "ცაჰალმა" ცეცხლი რაფაჰში მდებარე ჰუმანიტარული პუნქტის მიმდებარედ გახსნა სადაც, ხალხი საკვებს ელოდებოდა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ესროლეს პირებს, რომლებიც ადგილიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით იდგნენ, მათკენ მიწევდნენ და საფრთხეს ქმნიდნენ. გაეროს გენერალური მდივანი ფაქტის გამოძიებას ითხოვს.