20 აგვისტო 2026,   14:35
ვრცლად
"მთელი ეს სასამართლო პროცესი პოლიტიკური აბსურდია" - თაზო დათუნაშვილი მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლზე, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.

მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას ერთ წლამდე.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი პროცესს პოლიტიკური აბსურდს უწოდებს.

"დაკავება მოხდა უკანონო მიზეზით, ამის შემდეგ, მთელი ეს სასამართლო პროცესი პოლიტიკური აბსურდია.

როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს, აპატიმრებ იმაზე ადრე, ვიდრე გაუვიდოდა გირაოს გადახდის ვადა - ამას ხომ მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს, სხვა მიზეზი ხომ არ აქვს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი 30 მაისს, პროცესზე შეასხა, სადაც განიხილებოდა მისი საქმე, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.

 

დღის ამბები