ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლით - "უსახელო ვარსკვლავით", სიღნაღის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.
საკონკურსოდ შერჩეული სპექტაკლებისა, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მეტყველების, მსახიობის ოსტატობის, სცენური მოძრაობის, მუსიკისა და სხვა მასტერკლასები.
ფესტივალი 8 ივნისს დაიხურება. მასზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მიზნად, ქვეყანაში სამოყვარულო და სახალხო თეატრების მხარდაჭერა და მათი ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია სახელდება.